03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ისტორია

"ევრომაიდნის" გმირების სია ინტერნაციონალურია. ბუნებრივია, კიევის ცენტრში დაღუპულთა უმეტესობა უკრაინელია. თუმცა, ერთი წლის წინ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ადგილობრივების გვერდით იცავდნენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

"ზეციურ ასეულში", რომელსაც ამ წუთებში კიევში მიაგებენ პატივს, რამდენიმე ქართული გვარია. მათგან ორი ასევე სნაპერებმა იმსხვერპლა.

20 თებერვლის ღამეს დავით ყიფიანი ბარიკადებთან მაიდნის მცველის ფორმაში და ორი ნატყვიარით იპოვეს. გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მანქანაში. მანამდე 11 დეკემბერს, პირველი ძლიერი შეტაკების დროს, ინსტიტუსტკაიას ქუჩაზე ორი ბერკუტელი თავს დაესხა. მას ფარი სახეში დაარტყეს. დაშავებული ყიფიანის კადრები მისმა მეგობარმა შემოინახა.

"ბერკუტელებმა" შეტაკების დროს 33 წლის მაიდნის ქართველ აქტივისტს საქართველოს დროშა წაართვეს. ყიფიანი ბერკუტელებს გამოეკიდა და უკრაინელი მებრძოლების დახმარებით დროშა დაიბრუნა. მაიდანზე ქართული დროშა უკრაინულთან ერთად ახლა დავით ყიფიანის ფოტოს გვერდით დევს. უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულებს აქ არ ივიწყებენ. მამის ისტორიას ახლა უკვე 2 წლის ლაშა-გიორგის უყვებიან. 

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის სურათიც მაიდნის გმირების გვერდითაა, აფხაზეთიდან დევნილი იყო. 50 წლის ზურაბ ხურცია კიროვაგრადში ცხოვრობდა. 3 თვე მაიდანზე აქტივისტების გვერდით ისე გაატარა, რომ საქართველოში მცხოვრებ ოჯახის წერვებს ამას არ უმხელდა. არ სურდა, ენერვიულათ. მისი ცხედარი ინსიტიტუტსკაიას ქუჩაზე, მეტრო "ხრეშატიკის" ზედა შესასვლეთან, მაიდნის ბარიკადზე იპოვეს. დაღუპულის და ახლა თავად დგას მაიდანზე და ამბობს, რომ ბძოლას აზრი ყოველთვის აქვს. 

კიდევ ერთი უკრაინაში დაღუპული ქართველი ალექსანდრე გრიგოლაშვილია. ის სოფელ შასტიაში დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონს წვრთნიდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. გრიგოლაშვილი და კიდევ ერთი უკრაინელი მებრძოლი 18 დეკემბერს, იერიშის შედეგად დაიღუპნენ, როცა უკრაინელი სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა ჩასაფრება მოუწყვეს. უკრაინელი მებრძოლები ქართველ გმირს მაიდანზე გამოემშვიდობნენ.

კიდევ ერთი უკრაინაში დაღუპული ქართველი თამაზ სუხიაშვილია. მისი გარდაცვალებიდან 40 დღეც არ არის გასული. თამაზ სუხიაშვილი აღმოსავლეთ უკრაინის შეტაკებებში დაღუპული ბოლო ქართველი მებრძოლია. ის დონეცკის აეროპორტში შეტაკებისას დაიღუპა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები