09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
"მაიდანზე" შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა "მაიდანზე" შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ერთი წლის წინ "მაიდანზე" შეკრებილები უკრაინისა და ევროპის მომავალს იცავდნენ.

„დიდება უკრაინას! ბრძოლა გამარჯვებამდე! ღმერთი ჩვენთანაა, ჩვენს მხარესაა სიმართლე. ამ ადგილას იდგა სხვადასხვა ეროვნების ხალხი, "ზეციური ასეული", რომელიც უკრაინის თავისუფლებასა და ევროპის მომავალს იცავდა,“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პოროშენკოს სიტყვით მიმართვის შემდეგ "მაიდანზე" შეკრებილებმა წუთიერი დუმილით ერთი წლის წინ დაღუპულებს პატივი მიაგეს.

დღის ამბები