26 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება - სამართალდამცველებმა 20-მდე დემონსტრანტი დააკავეს

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები არ წყდება. დილიდან დემონსტრანტები მთავრობის სახლთან იყვნენ შეკრებილები, სადაც ყოფილი პრეზიდენტისა და ახალი პრემიერის ხელმძღვანელობით ქვეყნის მთავრობა პირველად შეიკრიბება.

აქცია საკმაოდ ხმაურიანი იყო, შენობის ბლოკირების საშუალება დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა არ მისცეს და 20-მდე ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ერევნის ქუჩებში მასშტაბური მსვლელობები დაიწყეს.

აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, თუმცა იქ სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

„შემოგვიერთდით... მიეცი პროტესტის საყვირი სარქისიანის მთავრობას,“- სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

ერევანში ახლადფორმირებული მთავრობის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები