09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
"მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო კოლონები ვერ მოახერხებენ ჩვენი ერთიანობის გახლეჩას," - პეტრო პოროშენკო

კიევში "ზეციური ასეულის" ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება.

დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს რამდენიმე ფლეშმობია დაგეგმილი, მოეწყობა გამოფენები და წიგნების ბაზრობაც.

წუხელ კი უკრაინის დედაქალაქის ცენტრში "ევრომაიდნის" დარბევის დროს დაღუპულთა ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. წუთიერი დუმილის შემდეგ ის ადგილები, სადაც მომიტინგეები სნაიპერების ტყვიამ იმსხვერპლა, სინათლის სვეტებით გაანათეს. შესრულდა უკრაინის ჰიმნიც.

ევრომაიდანზე შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა და თქვა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინელების გახლეჩას ვერ მოახერხებს.

"ჩვენ შევძლებთ ქვეყნის დაცვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევინარჩუნებთ ერთობას, თუ მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო კოლონები ვერ მოახერხებენ ჩვენი ერთიანობის გახლეჩას. გპირდებით, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ხალხის მიერ გასული წლიდან გაღებული უდიდესი მსხვერპლი უკვალოდ არ დაიკარგოს. ჩვენ შევაჩერებთ ომს და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა დაინახავს, როგორც იცვლება უკრაინა," - განაცხადა პოროშენკომ. 

ცერემონიაში უკრაინის პოლიტიკური ლიდერებიც მონაწილეობდნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა "ზეციური ასეულის" მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დღის ამბები