09 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
მოსკოვში "ევრომაიდანზე" დაღუპულების პატივსაცემად შეკრებილები დაკაავეს

"ევრომაიდანზე" დაღუპულები მოსკოვშიც გაიხსენეს. თუმცა, აქცია დაკავებებით დასრულდა.

დემონსტრანტები უკრაინის საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ და ადგილზე, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე დაიწყეს. პოლიციის განყოფილებაში სულ 8 ადამიანი გადაიყვანეს. 5–მა მათგანმა მთელი ღამე განყოფილებაში გაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საელჩოსთან "ევრომაიდნის" მოწინააღმდეგეებიც იყვნენ შეკრებილი. თუმცა, სამართალდამცველებს ამ აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებიათ. ანტიმაიდნელები მასშტაბური დემონსტრაციის გამართვას მოსკოვის ცენტრში დღესაც გეგმავენ. 

დღის ამბები