09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
მინსკის შეთანხმების დარღვევის გამო დასავლეთი რუსეთს დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება

მინსკის შეთანხმების დარღვევის გამო დასავლეთი რუსეთს დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება. ეს საკითხი შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. ჯოზეფ ბაიდენმა და პეტრე პოროშენკომ დონბასში სამშვიდობო მისიის შესაძლო გაგზავნის კოორდინირებაზეც იმსჯელეს.

სატელეფონო საუბარი შედგა გაეროს გენერალურ მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორისაც. პან გი მუნის თქმით, გაერო სამშვიდობო კონტინტენტის გაგზავნასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს.

გაეროს გენერალური მდივანი ორშაბათს, რუსეთისა და უკრაინის საგარეო უწყების ხელძღვანელებთან ცალკეულ შეხვედრებსაც გამართავს. პარალელურად გავრცელდა ცნობა, რომ ამერიკელმა სენატორებმა, მათ შორის ჯონ მაკკეინმა და რიჩარდ დურბინმა, სახელმწიფო მდივანს წერილი გაუგზავნეს, სადაც სენატორები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას ითხოვენ.

"რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და სეპარატისტების იერიშების მუდმივი მხარდაჭერა ძირს უთხრის საერთაშორისო დიპლომატიას და მრავალმხრივ ინსტიტუტებს, რომელებიც თანამედროვე მსოფლიო წესრიგის საფუძველს წარმოადგენს. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები ვიდრე, უკრიანის აღმოსავლეთ რეგიონებში კიდევ უფრო მეტ მსხვერპლსა და განადგურებულ ქალაქებს ვიხილავთ. თუ რუსეთი და სეპარატისტები ჩაშლიან შეთანხმების იმპლემენტაციას და არ შეწყვეტენ ძალადობას, დამატებით ზომებს მივმართავთ." - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

დღის ამბები