09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
პუტინის მუქარა დასავლეთს

დასავლეთის მუქარას მუქარითვე პასუხობს ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი გარე ზეწოლას ყოველთვის ადეკვატურ პასუხს გასცემს.

განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა "მამულის დამცველთა" დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე გააკეთა, რომელსაც, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ვეტერანები ესწრებოდნენ.

"არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ შესაძლებელია რუსეთზე სამხედრო უპირატესობას მიღწევა. ჩვენმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა დაამტკიცეს, რომ მზად არიან, პროფესიონალურად და მამაცურად იმოქმედონ, შეასრულონ ყველაზე რთული, არასტანდარტული დავალებები, როგოც ეს ბრძოლისუნარიან თანამედროვე არმიას შეეფერება," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები