20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ადასტურებს.

დღემდე უცნობი იყო, დაესწრებოდა თუ არა კვირიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მარგველაშვილის გამოსვლას.

2 მაისს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში დეპუტატებს ბოლოჯერ მიმართავს. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მმართველ გუნდსა და გიორგი მარგველაშვილს შორის გამწვავებული ურთიერთბრალდებების ფონზე იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები