21 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ჩამონგრეული ჭერი - ფოთი ივლისში რეგიონალურ თეატრალურ ფესტივალს უთეატროდ უმასპინძლებს

ფოთის თეატრის შენობა, იანვარში ჩამონგრეული ჭერის გამო, ამ დრომდე დაკეტილია. ადგილობრივ და უცხოელ მსახიობებს რეპეტიციებისა და სპექტაკლების გამართვა პირდაპირ ქუჩებში და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე მოუწევთ. ფოთი რეგიონული მასშტაბის თეატრალურ ფესტივალს მეოთხედ წელს მასპინძლობს.

ფოთის თეატრს 9 წლის განმავლობაში აშენებდნენ, თუმცა გახსნიდან 4 წლის შემდეგ ის უკვე დაკეტილია და ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოებისთვის სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარი დახარჯა.

თეატრის მსახიობები ამბობენ, რომ ძვირადღირებულ შენობას გახსნის დღიდან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ხარვეზები ჰქონდა. ჭერიდან მუდმივად ჩამოდიოდა წყალი, იანვარში კი, შენობის ჭერის ერთი ფრაგმენტი საბოლოოდ ჩამოინგრა.

როდის აპირებს ფოთის მერია თეატრის გარემონტებას უცნობია. მუნიციპალურ ორგანოში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. მაგრამ, სანამ დაკეტილ შენობას გახსნიან, იქამდე, ივლისში ქალაქი რეგიონალურ თეატრალურ ფესტივალს უთეატროდ უმასპინძლებს.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე, ნინო ვარძელაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები