09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
კიევში ღირსების მარში დაიწყო [ფოტო, ვიდეო]

ღირსების მარში კიევში, ინსტიტუტის ქუჩიდან უკვე დაიწყო. ამ წუთებში ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, მოლდოვასა და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები პეტრო პოროშენკოსთან და არსენ იაცენუკთან ერთად სიმბოლურ მსვლელობაში იღებენ მონაწილეობას.

ღირსების მარშში ჩართულია ქართული დელეგაციაც, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ღირსების მარში ევრომაიდნის მოვლენების წლისთავის ფარგლებში იმართება. მსვლელობის მარშრუტი ყველა იმ ადგილს მოიცავს, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ იანუკოვოჩის სამთავრობო ძალებსა და ევრომაიდნის მონაწილეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღირსების მარშში 10 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს და მსვლელობა დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდება.

დღის ამბები