21 დეკემბერი 2024,   18:50
ვრცლად
თბილისის მერი ისნის რაიონში კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე გაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი ისნის რაიონში კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე გაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კაიშაურის ქუჩაზე უკვე სრულდება სამუშაოები.

თბილისის მერის თქმით, იგება ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები. სამუშაოების ღირებულება 100 ათასი ლარია.

„აქ იქნა მოწესრიგებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, კანალიზაციები, სანიაღვრე, ახლა მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. შეცვლილი იქნა ბორდიურები, სპეციალური ადგილები არის გამოყოფილი იმისთვის, რომ ხეები დაირგოს,“ - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები