21 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
როსტომაშვილის საქმეზე დაკავებულთა ოჯახის წევრებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

სააპელაციო სასამართლოსთან დავით როსტომაშვილის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.

მათ არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერდნენ. აქციის მონაწილეები ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან მათი მტკიცებით ისინი უკანონოდ იხდიან სასჯელს. სამოქალაქო სექტორი შესაბამისი უწყებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

„ერთი საერთოდ არ ყოფილა დანაშაულის ადგილზე, ორიდან ერთმა ჩაიდინა ცემის ფაქტი, მეორე სავარაუდოდ თანამონაწილედ არის დასახელებული და აბრალებენ ყაჩაღობას“ -აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი ლაშა ჩხარტიშვილი.

დღის ამბები