21 დეკემბერი 2024,   18:41
ვრცლად
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა პარტიაში დაბრუნებული ლიდერის ვერდიქტის მოლოდინშია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა პარტიაში მობრუნებული ლიდერის ვერდიქტის მოლოდინშია. მმართველ გუნდში ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ძალაუფლების გადანაწილებაა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პარტიაში აღმასრულებელ რგოლში რადიკალური ცვლილებების გატარებას აპირებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ 21-კაციანი პოლიტსაბჭოს უდიდესი ნაწილი შეიცვლება. თანამდებობების დასატოვებლად მზად არიან ძველი და ახალი მეოცნებეები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი მეგობარი დეპუტატი, თემურ ჭკუასელი.

დღეს კახა კალაძე ერთადერთი იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ ცვლილებების შემდეგ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის თანამდებობას შეინარჩუნებს. დანარჩენებმა არ იციან რა ბედი ელით, მათ პოლიტიკურ მომავალს პარტიაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტს.

პოლიტსაბჭოს სხდომა მომავალ კვირას უნდა გაიმართოს, სადაც ბიძინა ივანიშვილი საბჭოს ახალ შემადგენლობას ძველ წევრებთან წარადგენს.

ახალი წევრების დამტკიცება „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მოხდება, სადაც „ქართული ოცნება“ პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩევს ბიძინა ივანიშვილს. 

დღის ამბები