21 დეკემბერი 2024,   18:38
ვრცლად
სომხეთის ოპოზიციამ საპროტესტო აქციებით რეგიონებში გადაინაცვლა

სომხეთის ოპოზიციამ საპროტესტო აქციებით რეგიონებში გადაინაცვლა. ქალაქი გიუმრი, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს, პირველი პუნქტია, სადაც აქციის მონაწილეები ჩავიდნენ.

მიტინგი გიუმრის ქუჩებში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მანამდე კი ერევანში მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკები ჩაიშალა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრაზე არ მივიდა.

პასუხად ოპოზიციის ლიდერმა კარენ კარაპეტიანის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვა.

„კარაპეტიან კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ მოლაპარაკებების გამართვა შეიძლება, მაგრამ პრემიერი უდნა აირჩიოს ხალხმა. ეს უნდა იცოდეს პარლამენტმა, რომელიც მთავრიბის მეთაურის ასარჩევად შეიკრიბება პირველ მაისს. ჩვენ ბრძოლას ყველა შემთხვევაში გავაგრძელებთ,“ - განაცხადა პაშინიანმა.

პაშინიანმა განაცხადა, რომ თუ პირველ მაისს პარლამენტი მას პრემიერად არ აირჩევს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს, აქციებს გააგრძელებს და საარჩევნო უბნებს დაბლოკავს.

პაშინიანის და ოპოზიციის ლიდერთა გადაწყვეტილებით, მიტინგები რამდენიმე დღის განმავლობაში ერევანში აღარ გაიმართება, თუმცა, ის სომხეთის სხვადასხვა ქალაქს მოიცავს.

ოპოზიცია პირველი მაისისთვის ემზადება, როდესაც პარლამენტმა პრემიერმინისტრის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ოპოზიციას 5 ხმა აკლია, რომ პაშინიანის კანდიდატურა წარმოადგინოს და შემდეგ დაამტკიცოს. 

დღის ამბები