ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს განაგრძობს
28-04-2018 13:58
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს განაგრძობს. ამჯერად პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი თბილისში მდებარე 60-მდე სასტუმროს თანამშრომლებს ჩაუტარდათ.
სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. ტრენინგი წითელიჯვრის ორგანიზებით მოეწყო.