20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები - გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში ხვალ ელოდებიან 

პარლამენტში ხვალ საქართველო პრეზიდენტს ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში სავარაუდოდ, ბოლო მოხსენებას წარადგენს.

დაპირისპირების მიუხედავად, ცნობილია, რომ სახელმწიფოს მეთაურის სიტყვით გამოსვლას პრემიერ მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც დაესწრებიან. დადგენილია პროცედურები, რომლის მიხედვითაც მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ დებატები უნდა გაიმართოს. პირველად პრეზიდენტს უფრაქციო დეპუტატები, შემდეგ კი ფრაქციის წარმომადგენლები მიმართავენ.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორი იქნებოდა დებატების წარმართვა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა,“-განაცხადა გიორგი კახიანმა.

ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე აპირებენ ყურადღების გამახვილებას „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიაში ასევე საუბრობენ იმ სავარაუდო მიზეზებზეც, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ დებატების გამართვა მოისურვა.

„ამ დებატებზე ჩვენი მხრიდან, „ევროპული საქართველოს“ მხრიდან იქნება დასმული კითხვები მთავრობის მიმართ პირველ რიგში  თუ როგორ აპირებენ ისინი გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. პრეზიდენტის მოხსენება არის კარგი საფუძველი, რომ ასეთი დებატები შედგეს. „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ უნდა რომ პრეზიდენტს დაესხას თავს და ამიტომ მოიწვია დებატები,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

დღის ამბები