20 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
პარტიის აქტიურობა ყოველდღიურობაში უნდა გადაიზარდოს - გია ვოლსკი "ქართული ოცნების" ახალი პოლიტსაბჭოს გეგმებზე

ქართული ოცნების პოლიტსაბჭო 7 წევრით შემცირდა. მმართველი გუნდის მმართველი ორგანოს შემადგენლობას გამოეთიშნენ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები.

ეს გადაწვეტილება პარტიის ლიდერებმა პოლიტსაბჭოს ეფექტურობის გაზრდით ახსნეს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს პოლიტსაბჭოს წევრების ოპტიმალური რაოდენობაა.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში დარჩა გია ვოლსკი, რომელიც ამბობს, რომ ახლა პარტია უნდა გადავიდეს ყოველდღიურ აქტიობაზე.

„პარტიული სისტემა არ ითვალისწინებს რაიმე ცვლილებებს. არსებობს პარტიული ორგანიზაციები ადგილზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ ავღნიშნე, არჩევნებიდან არჩევნებამდე იყვნენ აქტიურები. ვფიქრობ, ეს ყოველდღირობაში უნდა გადაიზარდოს, პარტიის აქტიურობა ყველა საკითხთან მიმართებაში,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტიის ახალ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, და კახა კალაძე.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობას გამოეთიშნენ: ზვიად გოგაძე, რომან კაკულია, ირაკლი სესიაშვილი, სოფო კილაძე, ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე და აკაკი ზოიძე.

მმართველი გუნდის სხდომა, სადაც პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დასახელდა, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გაიმართა. მას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

 

დღის ამბები