09 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტებმა დასახლებული პუნქტი ვადიანოე დაბომბეს

უკრაინის აღმოსავლეთში კვირას სეპარატისტებმა დასახლებული პუნქტი ვადიანოე დაბომბეს. ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებენ ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრში, რადგან დაბა ბუფერულ ზონაში მდებარეობს და ამჟამად მას თავად პრორუსი ტერორისტები აკონტროლებენ.

პარალელურად, სეპარატისტები აცხადებენ, რომ დონეცკის აეროპორტის ნანგრევებიდან 24-25 თებერვალს დაღუპულთა ცხედრების გამოტანას დაიწყებენ.

დებალცევოში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა ეუთო. დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრ ჰუგის თქმით, ქალაქში არსებული მდგომარეობა კატასტროფულია, არ არის საკვები, წყალი, გაზი, მედიკამენტები და ელექტროენერგია. შენობების უმრავლესობა კი დანგრეულია. 

დღეს ევროსაბჭოში რუსეთზე შემდგომი ზეწოლის თემაზე დონალდ ტუსკი კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კიევში მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა თავად განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა გაამკაცროს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები