09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
ხარკოვში 23 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა

23 თებერვალი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან ალექსანდრე ტურჩინოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტურჩინოვის პრესსამსახურის ცნობით, დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც ტერაქტი ჩაიდინეს, სწავლება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გაიარეს.

პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრისას, ხარკოვში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

„ჩვენმა მტრებმა სცადეს ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზაცია,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და მანვე აღნიშნა, რომ კიევში მარშმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.

მისივე თქმით, ხარკოვის გარდა, ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო ოდესაშიც, თუმცა სპეცსამსახურებმა შეძლეს საფრთხის თავიდან აცილება.

კვირას ხარკოვში, ტერორისტული აქტის შედეგად, დაიღუპა ორი და დაჭრა 11 ადამიანი.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტერაქტში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა, ამოღებულია იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნი.

ხარკოვში ძლიერი აფეთქება კიევში ღირსების მარშის მსვლელობის დაწყების დროს მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები