"უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ აბსოლუტურად არასერიოზული შეთავაზება" - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის შესახებ.
პრეზიდენტი სატელევიზიო დებატებზე უარს ამბობს. აბაშიშვილის თქმით, გუშინ პრემიერის გამოსვლას ყველა ტელევიზია აშუქებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მას დებატებში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა.
„მართლა მაინტერესებს ხოლმე, ამას ერთი ადამიანი ფიქრობს თუ ყველა ერთად ჯდება ხოლმე ასეთ სიბრძნეებს როგორ მოიფიქრებენ,“- აცხადებს აბაშიშვილი.