20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობა ბიზნესისათვის შეღავათების დაწესებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა ბიზნესისათვის შეღავათების დაწესებას ითხოვს. დღეს სესიაზე ოპოზიცია ინიციატივით გამოვიდა, დამატებული ღირებულების გადამხდელთა ზღვარი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდოს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, ეს ბიზნესს სწრაფ განვითარებაში დაეხმარება. 

„"ევროპულ საქართველოს" აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გაუქმდეს გადასახადები და ხელი შეეწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას. კარგია, რომ მთავრობამ გადმოდგა ნაბიჯი და ამ გეგმის ნაწილს ახორციელებს მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან რჩება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები. მაგალითად აუცილებელია დღგ-ს გადახდის ზღვარის გაზრდა. აუცილებელია სიმბოლური გადასახადის 1 პროცენტის ბოლომდე გაუქმებაც რომ საგადასახადო სამსახურს აღარ ჰქონდეს  ბერკეტი და მცირე ბიზნესის დაშინების საშუალება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბიზნესის წახალისების საკუთარი საკანონმდებლო პაკეტი აქვს ხელისუფლებასაც. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე კი ამბობს, რომ ცვლილებათა პაკეტი კომიტეტმა უკვე განიხილა და ახლა დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ გაიტანენ თუ არა მას სესიაზე. 

„მთავრობამ შემოიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები და ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამაც შემოიტანეს ალტერნატიული კანონპროექტები. არა რომელიმე მუხლში, არამედ ალტერნატიული კანონპროექტები. ამის შემდეგ კომიტეტზე იქნა განხილული და კომიტეტზე კენჭისყრის შემდეგ გამოვლინდა  ის კანონპროექტი, რომელზეც კომიტეტი თვლიდა რომ უნდა განხილულიყო პარლამენტში. პარლამენტარებმა უნდა გადაწყვიტონ ეთანხმებიან თუ არა კომიტეტს, რომ ხვალ სესიაზე გავიდეს სამთავრობო დოკუმენტი საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით“-განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები