20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
სომხეთში არსებული ვითარება - საქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემა სომხეთში შექმნილი ვითარება და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები იყო.

გიორგი მარგველაშვილმა არმენ სარგსიანს განუცხადა, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს კეთილდღეობა.

პრეზიდენტმა სომეხი კოლეგა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის თბილისში მოიწვია.

პარალელურად ერევანში შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და სომხეთში საქართველოს ელჩს შორის.

ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ის საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მზადა. 

დღის ამბები