26 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
ინდოეთში ქვიშის შტორმის და მუსონური წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა

ინდოეთში ქვიშის შტორმისა და მუსონური წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 127-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქვიშის შტორმმა, რომელსაც ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი ახლდა თან, ყველაზე მეტად 2 შტატი დააზარალა.

ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა. შედეგად მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას არ ელოდებიან და მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებენ. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. 

დღის ამბები