28 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
განადგურდა საინფორმაციო ბაზა, რომელიც დარღვევების მტკიცებულება იქნებოდა - ურუშაძე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე განხორციელებულ კიბერშეტევას მტკიცებულებების განადგურების მცდელობად აფასებს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

ვასო ურუშაძის განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შემოწმებას ევროპის სამოქალაქო ავიაციის აუდიტი გეგმავდა. ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ კიბერშეტევა დარღვევების დამალვის და მტკიცებულებების გაქრობის მიზნით მოხდა. 

„მოახლოებული არის ევროპის სამოქალაქო ავიაციის აუდიტი, რომელიც უნდა ჩაუტარდეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. ამ აუდიტის შედეგად გამოვლინდებოდა სწორედ ის დარღვევები რომელთანაც ჩვენ გვქონდა კითხვები და რომელზეც ინფორმაცია გაგვაჩნდა.

შესაბამისად დღეს განადგურდა მთლიანად ის საინფორმაციო ბაზა, რომელიც შეიძლება იყოს მტკიცებულება ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის, რომ იყო დარღვევები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“- აცხადებს ვასო ურუშაძე.

დღის ამბები