26 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
ფოტოფესტივალ "ქოლგა 2018"-ის ფარგლებში იტალიელი ფოტოგრაფ-ალპინისტის, ვიტორიო სელას, გამოფენა გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში იტალიელი მოგზაურისა და ფოტოგრაფ-ალპინისტის, ვიტორიო სელას, გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა ფოტოფესტივალ „ქოლგა 2018"-ის ფარგლებში ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, ფოტოკონკურს „ქოლგის“ დამფუძნებელმა და იტალიის ელჩმა საქართველოში გახსნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ვიტორიო სელას ნამუშევრები, რომლებიც ექსპედიციების დროს საქართველოში - სვანეთსა და რაჭაში, ფირზე აღბეჭდა.

საგანგებოდ კავკასიური ექსპედიციებისთვის სელას წმიდა ანას ორდენი აქვს მინიჭებული.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 13 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

ამავე თემაზე
დღის ამბები