20 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის მეორე ნახევარში დაასახელებს - თალაკვაძე 

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით შიდაპარტიული კონსულტაციები დაწყებულია - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებს.

„"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიაში დაწყებულია. რაც შეეხება კანდიდატის დასახელებას, ამას ჩვენ ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოს დასაწყისში გავაკეთებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ღირსეული კანდიდატურა იქნება და ექნება გამარჯვების მაღალი შანსები,“ - განაცხადა

არჩილ თალაკვაძის თქმით, 11 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცება მოხდება. ასევე, ივანიშვილი იქნება არჩეული პარტიის თავმჯომარედ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარტიაში დაბრუნების შემდეგ ივანიშვილი პირადად მართვას კონსულტაციებს მის გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ, ექსპრემიერმა თანაპარტიელებს ისიც უთხრა, რომ რამდენიმე კანდიდატმა მას საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვაზე უარი უთხრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები