20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ეს ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი გამოხატულებაა - ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარების დელეგაციას უმასპინძლა

ევროპარლამენტარებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს ვიზიტისთვის, ასევე, 2018 წლის 25 აპრილს, ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) სხდომაზე სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში უსაფრთხოების ვითარების განხილვისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც, ევროპარლამენტარებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას.

მისი შეფასებით, ეს ვიზიტი საქართველოს მხარდამჭერის ძლიერი ნიშანია.

დღის ამბები