20 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ხნულები გავლებას ოპოზიცია ეხმაურება

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ხნულების გავლებას ოპოზიცია ეხმაურება.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„ხელისუფლება ავლენს სრულ უსუსურობას, ამდენი წლის განმავლობაში ვერ ისწავლა ჭკუა, მეორდება ერთი და იგივე ყოველწლიურად და არავინ არ არის დაზღვეული, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტ სიღრმეში შემოვლენ და საერთოდ გადმოწევენ აქეთ საზღვარს. ერთდერთი მეთოდი ხელისუფლების არის განცხადების გაკეთება და შემდეგ ხელების დაბანა, თითქოს, ეს იყოს საკმარისი,“ - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, ქართული ძალოვნები უნდა იყვნენ იქ და გაძლიერებული პატრულირება უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, სერგი კაპანაძე, აცხადებს, რომ რუსეთი უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას აპირებს.

„ამას სჭირდება კონკრეტული საპასუხო ნაბიჯები, მაგალითად, ადრე იყო ეს პრაქტიკა და შეაჩერა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, როდესაც გააჩერა პატრულირება და უსაფრთხოების სამსახურის ყოფნა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან და ამის შედეგია მათ შორის ის, რომ იქ ხალხს იტაცებენ ძალიან ხშირად და ამის შედეგია ის, რომ ასეთნაირად ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის კიდევ უფრო გადმოწევა აქეთ და ოკუპაციის კიდევ უფრო გაგრძელება დანარჩენ ტერიტორიაზე,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ოკუპანტები მთელი დღის მანძილზე სამუშაოებს აწარმოებდნენ. მათ ე. წ. Дт-ს ტიპის ბრონირებული 2 ტრაქტორით 17 კმ-ის პერიმეტრზე ხნული გაავლეს.

დღის ამბები