20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - ოკუპანტები მთელი დღის მანძილზე სამუშაოებს აწარმოებდნენ.

მათ ე. წ. Д т-ს ტიპის ბრონირებული 2 ტრაქტორით 17 კმ-ის პერიმეტრზე ხნული გაავლეს.

"კურიერის" ინფორმაციით, რკინის ღობის გასწვრივ გორის რაიონის სოფელი ნიქოზიდან, ქარელის რაიონის სოფელ დვანამდე, მობილიზებული იყო ქართული პოლიცია და ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც აფიქსირებდნენ საქართველოს არა მარტო საზღვრის, არამედ უკვე რუსეთის მიერ დადგენილი ე.წ. საზღვრის დარღვევასაც კი, თუმცა ამ ფაქტს ოკუპანტებისთვის ხელი არ შეუშლია.

ხნული დაახლოებით 3 მეტრის სიგანისაა და სავარაუდოდ, მას საოკუპაციო რეჟიმი ისევ ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულებით ხსნის. 

დღის ამბები