20 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და მოქალაქეების დაკავება - აშშ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს განცხადებით ეხმაურება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საკონტროლო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გადაწყვეტილების გამო ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების დროებით დაკეტვა, ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეების გადაადგილებას უზღუდავს.

"გარდა ამისა, შეერტებული შტატები მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები