საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100-წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში კონფერენცია გაიმართა.
შეერთებული შტატების ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე, ასევე თავისუფალი მედიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრის საპატიო სტუმარი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შვილი რეჯებ ჟორდანია იყო.
„არაერთი ადმინისტრაციის და კონგრესის სესიების განმავლობაში, ერთი რამ მუდმივად რჩება. ეს არის გრძელვადიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც დაფუძნებულია ერთ უბრალო ფაქტზე, რომ საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მომავალი.
არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე“- აცხადებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯი ბრინქი.