უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა შემდეგი ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო? – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 72 პროცენტი, აცხადებს, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში ადამიანმა სასჯელი არ უნდა მოიხადოს.
ხოლო გამოკითხულთა 56%-ის აზრით, პირი, რომელიც კლუბურ ნარკოტიკს მოიხმარს, ციხეში არ უნდა მოხვდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, ადამიანმა სასჯელი არ უნდა მოიხადოს არც ინტრავენური ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1800 ადმიანი გამოკითხა.