09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ხარკოვში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირები დავალებებს რუსეთიდან იღებდნენ

უკრაინის უშიშროებამ ხარკოვში სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც ქალაქში ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. სპეცოპერაციას ერთი სამართალდამცველი და ეჭვმიტანილი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი ავტომობილიდან ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობები. უშიშროების ცნობით, ისინი ინსტრუქციებსა და იარაღს რუსეთიდან იღებდნენ.

უკრაინის ქალაქ დებალცევოში კი ჰუმანიტარული კრიზისია. მოსახლეობას საკვების მარაგისა და ელექტროენერგიის პროლემები შეექმნა.

რუსეთის ქმედებები მეზობელ ქვეყანაში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. დევიდ კემერონმა პარლამენტში გამოსვლისას მოსკოვს კიდევ ერთხელ შეახსენა სანქციების მექანიზმი. რუსეთისა და პრორუსი სეპარატისტების ქმედებები დაგმო ვაშინგტონმაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები