09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
უკრაინა სეპარატისტებს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

უკრაინის ხელისუფლება სეპარატისტებს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.

სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მებრძოლებმა რამდენჯერმე განახორციელეს შეტევა დებალცევოს მიმართულებით. მათ ორი დასახლება - პაპასნაია და ლუგანსკოე დაბომბეს.

საარტილერიო იერიშები მიიტანეს ამბოხებულებმა ოპიტნოესა და ავდეევკაზეც. ცეცხლი გაუხსნეს სამთავრობო ძალების პოზიციებს მარიუპოლთანაც.

პარალელურად, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ხარკოვში სამი პირი დააკავა. ისინი ქალაქში აფეთქებების სერიის მოწყობას გეგმავდნენ. გავრცელებული ცნობით, მათ იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები