09 მაისი 2024,   03:21
ვრცლად
13 მაისს დაკავებული ე.წ. "ქართული მარშის" წევრების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს

საქალაქო სასამართლო ე.წ „ქართული მარშის“ წევრების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას იწყებს.

13 მაისს კონტრაქციაზე დაკავებული 12 პირი, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის ორგანიზაციის  ადმინისტრაციული წესით გასამართლდება. 

დაკავებულებს შორის არის ე.წ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა.
ორგანიზაციის წევრები, 13 მაისს პოლიციამ აქციაზე დააკავა.

ისინი 12 მაისს კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციას მართავდნენ და მათი ძალისმიერი მეთოდებით დაშლას ცდილობდნენ.

დღის ამბები