კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი ექსპერიმენტული დადგმისთვის ემზადება.
„დადგი შენი ქალაქი: ზიგმაგორა გიხმობს“ ინტერაქტიული თეატრალური წარმოდგენაა, სადაც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მაყურებელი თავგადასავლის მონაწილე ხდება.
ევროკავშირის პროექტი „თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ 3 ევროპულ თეატრს აერთიანებს. ამ ექსპერიმენტული წარმოდგენის მონაწილე ქალაქ ნანსიში მაყურებელი უკვე გახდა.
კონცეპტუალური დადგმის ნახვას და დროში მოგზაურობას ქართველი მაყურებელი სექტემბერში, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, შეძლებს.