20 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
პრეზიდენტი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც შეასრულა პროკურატურის დაკვეთა - თემურ ჯანაშია 

სახელმწიფო დავის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მტკიცებით, მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ჩართულია.

თემურ ჯანაშიას განცხადებით, მან გიორგი მარგველაშვილს რამდენჯერმე მიმართა და გრიფით საიდუმლოს მოხსნა სთხოვა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2013 წლის დეკემბრამდე გამოცემულ შესყიდვებზე, რა დროსაც სახელმწიფო დაცვის სამსახურს უკვე ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა.

თემურ ჯანაშიას თქმით, ამ გარემოებით მისთვის წაყენებული ბრალის აბსურდულობა დადასტურდებოდა.

„პრეზიდენტი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც შეასრულა პროკურატურის დაკვეთა, გაასაჯაროვა ის დოკუმენტები, რომელიც სჭირდებოდა პროკურატურას, მხოლოდ და მხოლოდ, სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. არ ასაჯაროებს იმ ნაწილს საბუთების, რომლებიც საკმარისი იქნება, რომ დამტკიცდეს ამ ბრალის აბსურდულობა,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

თემურ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გადაცემა „არჩევანში“ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მარგევლაშვილი ხელს უშლის დაცვის მხარეს ეფექტურ დაცვის განხორციელებაში.

„ხელისუფლების ყველა შტო მონაწილეობს თეიმურაზ ჯანაშიას წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო დევნაში და ამ პროცესში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დეკლარირებულად და ეს არ არის ჩვენი შეფასება, ამაზე მან ღია ეთერში ისაუბრა, ფაქტობრივად, რასაც აქვს ერთადერთი ახსნა, ის ხელს უშლის დაცვის მხარეს ეფექტური დაცვის განხორციელებაში,“ - განაცხადა ბასილაიამ.

დღის ამბები