20 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, საქმე #2 - ოპოზიცია გადაწყვეტილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვნად მის აღსრულებას მიიჩნევს

ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ოპოზიცია ეხმაურება. ევროპული სასამართლოსგან საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას ელოდებიან თბილისში. მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია გადაწყვეტილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვნად მის აღსრულებას მიიჩნევს.

 „სამწუხაროდ, საქართველოს დღეს წარმოადგენს ხელისუფლება რომლის ერთ დროს პრემიერი, ახლა კი პარტიის ლიდერი საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას, შესაბამისად, ივანიშვილის და წულუკიანის გუნდი, სამწუხაროდ, ღირსეულად ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წარმოდგენას, თუმცა მაინც იმის იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო სიმართლეს დაადგენს და იურიდიულ შეფასებას მისცემს იმას, რაზეც საერთაშორისო პოლიტიკური კონსესუსი არსებობს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები გაიხსენეს.

„აღარავის ეჭვი არ ეპარება ქართული მხარის სიმართლეში და იმაში, რომ ამ საქმეში რუსეთი უნდა გამტყუნდეს, ერთადერთი, რამაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი სიმართლე არის თვითონ დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები, რომელიც ან პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებდა ომში საქართველოს ბრალეულობაზე,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, საქმე #2 -  სტრასბურგში ისტორიული პროცესი მიმდინარეობს. ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს.

 

დღის ამბები