საქართველო უპრეცედენტო გადაწყვეტილების მოლოდინში - სტრასბურგში ისტორიული სასამრთლო პროცესის ბოლო ღია მოსმენა მიმდინარეობს. სხდომა, რომლიც რამდენიმე წუთში ისევ განახლდება, საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის გამოსვლით დაიწყო.
ბრიტანელმა ბენ ემერსონმა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე ისაუბრა, რომელიც ქართულმა მხარემ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა.
მისი თქმით, რუსეთი აგვისტოს ომამდეც აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონს და ომისთვის 2008 წლამდე ემზადებოდა. ბენ ემეროსნის მტკიცებით, სახეზეა ეთნიკური წმენდის ფაქტები.
„რუსმა სამხედრო მოწმეებმა უარყვეს, რომ შეტევაზე რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, მაგრამ ისკანდერების ფრაგმენტებზე ამოცნობილია რუსული ნომრები. ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ცდილობს, დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ ამავე ორგზანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოგდების ფაქტი სიყალბე და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილია, დანაშაულის ადგილი კი გამოგონილია რუსეთისთვის ბრალის წასაყენებლად. მათ კარგად იცოდნენ, რომელი ისკნდერი გაისროლეს, მაგრამ თავისუფლად შეეცადნენ თქვენს მოტყუებას,“- განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა, ბენ ემერსონმა.
ამის შემდეგ კი რუსული მხარე ორი მოპასუხით გამოვიდა და ქართული მხარის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას "ფალსიფიკაცია" უწოდა.
„მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ საქართველოს ძალების მხრიდან ცხინვალზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგები, მაგრამ საქართველომ საპირისპირო ფაქტები წარმოადგინა. რუსეთის ძალები ქართველი მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ,“- განაცხადა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალპერინმა.
სტრასბურგის სასამართლოში უზანაესი სასამართლოს მოსამართლე ეკა გასიტაშვილი იმყოფებოდა.
ახლა კი მხარეები საბოლოო პოზიციების დასაფიქსირებლად ემზადებიან, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილების მისაღებად გავა.