„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა მოხდა - რვათვიანი მუშაობის და ათობით სასამართლო პროცესის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დასკვნა გამოაქვეყნა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო უბნებზე „ოცნების“ კოორდინატორები მიერ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა და შემდეგ პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა 2017 წლის არჩევნების მთავარი გამოწვევა იყო.
რეგისტრატორების უკან მდგარი კოორდინატორები იწერდნენ ვინ მივიდა არჩევნებზე, ვინც არ მივიდნენ ურეკავდნენ და უბანზე მისვლას სთხოვდნენ, რაც არასამთავრობო სექტორის შეფასებით, მოქალაქეების ნების კონტროლია.
საიას ანგარიში, საარჩევნო მანიპულაციაში ბრალდებული პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებს არ მოუსმენიათ.
ოპოზიცია კი, ვინც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნას დარბაზში ისმენდა, ამბობს, ამ სქემით „ოცნებამ“ ხალხს არჩევნების მოჰპარა.
ამომრჩევლის ნებაზე კონტროლში „ქართულ ოცნებას“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ადანაშაულებენ. უკვე რვა თვეა. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიტანოს ცვლილებები კანონში, რაც მომავალ არჩევნებზე მსგავს მანიპულაციებს გამორიცხავს.
ტოტალური კონტროლი, გაყალბების ინოვაციური მეთოდი და დიდი რაოდენობით შავი ფული, ამ მეთოდების გამოყენებაში ხელისუფლებას არასაპარლამენტო ოპოზიციაც ადანაშაულებს.
საია ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების უმოკლეს ვადებში ინიცირებისკენ მოუწოდებს. იურისტების ადრესატი იყო დღეს ცესკოც, რომლის ერთ-ერთ ხარვეზად ორგანიზაცია დავების საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების გარეშე გადაწყვეტას მიიჩნევს.