20 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რუსეთმა სრულად აგოს პასუხი - ექსპერტები სტრასბურგში საქართველოს არგუმენტებს დადებითად აფასებენ

ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თანხმდება, რომ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ქართული მხარის მტკიცებულებები ამომწურავი იყო.

მათი შეფასებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობდა, გადაეფარა საკუთარი დანაშაული და ის საქართველოსთვის გადაებრალებინა.

ამავე პოზიციას იზიარებენ ექსპერტები. ისინი ქართული მხარის მიერ წარდგენილი იმ არგუმენტების მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელიც მათი შეფასებით, რუსეთის დანაშაულს ადასტურებდა.

სწორედ ამ არგუმენტების გამო პოლიტოლოგებს მოლოდინი აქვთ, რომ სასამართლოს რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ დარჩება.

„მნიშვნელოვანია, რომ როგორც სტრასბურგის სასამართლოში ასევე ყველგან გამოვიყენოთ ჩვენი მაქსიმუმი, რომ რუსეთმა სრულად აგოს პასუხი იმ ბოროტებაზე რომელსაც ის წლების განმავლობაში სჩადის საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“-აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი დავით სიხარულიძე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ საქართველო კარგად იყო მომზადებული მტკიცებულებებით, ხოლო რუსეთი არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ნაწილზე აპელირებდა.

დღის ამბები