აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და საბაჟო მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
ორი ქვეყნის დიპლომატების პირისპირ მოლაპარაკება პრაღაში იწყება. როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ამ მოლაპარაკებებს ქართული მხარე სწორედ ტატუნაშვილის საკითხის განხილვით დაიწყებს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საბაჟო მონიტორინგის შეთანხმება, რადგან კვლავაც დაუდგენელია არაერთი დეტალი.
მათ შორის გაურკვეველია, ექნება თუ არა ქართულ მხარეს რეალური ბერკეტი, აკონტროლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოძრავი ტვირთები. ასევე გასარკვევია, ნიშნავს თუ არა ეს შეთანხმება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს სატრანზიტო დანიშნულებით გამოიყენებენ.