თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის, შალვა ოგბაიძის დეიდაშვილის კომპანიის მიერ მრავლმილიონიანი ტენდერების მოგებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
კომპანიამ, სახელმწიფო დაწესებულებებს, დაახლოებით, სამი მილიონი ლარის რუსული „ნივები“ მიაწოდა.
„სტუდია მონიტორის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ყველაზე ხანმოკლე საგარანტიო პერიოდის მქონე რუსული „ნივების“ შესაძენად სახელმწიფო უწყებები ტენდერს ისე აცხადებენ, რომ სხვა მწარმოებლებს კონკურსში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ.
კომპანია, რომელიც ქვეყანაში ნივების იმპორტითაა დაკავებული, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა ოგბაიძის ნათესავის საკუთრებაა.
„დიახ, მე გახლავართ წართმეული საწარმოს 25%-იანი მოწილე, დიახ, მე დღესაც ველოდებით, რომ პროკურატურიდან, რომ ეს საქმე მივა ბოლომდე და როგორც უნდა დამთავრდეს ლოგიკურად, ისე როგორც უნდა დამთავრდეს. ამის იქით თუ რამე ინტერესია საწარმოში, მე გთავაზობთ, თუ იპოვით, სიამოვნებით გაგიყოფთ. თქვენ შეცდომაში შეგყავთ მაყურებელი და მაწერთ იმას, რომლის მფლობელი მე არ ვარ, ეს უკვე თქვენს სინდისზე იყოს,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
საკითხის შესახებ დეტალებს მაყურებელი 21:00 საათზე შეიტყობს.