20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
ენმ-ის წევრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მოსახლეობას ულოცავენ

ნაციონალური მოძრაობის წევრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მოსახლეობას ულოცავენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, აცხადებს, რომ დამოუკიდებლობას შენარჩუნება სჭირდება.

„ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი მოქალაქე დღეს დევნილია და საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თუმცა, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ, დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავისუფლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ბედნიერებისთვის და ამისთვის ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ერთიანი, ცივილიზებული, პროგრესული, დემოკრატიული საზოგადოება და საამისოდ ძალიან ბევრი საბრძოლველი გვაქვს,“ - განაცხადა ბარამიძემ.

დღის ამბები