03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. პარტიის ლიდერებმა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი.

 „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა. მისი თქმით, ის ღვაწლი, რომელიც იუნკერებს მიუძღვით საქართველოს ისტორიაში, უნდა დაფასდეს.

„დღეს არის ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენი არჩევანი, რომ თავისუფალი ვყოფილიყავით, სისხლში ჩაახშო საბჭოთა რეჟიმმა. ეს დღე გვახსენებს იმას, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს ჩვენი მონაპოვარი არავის არ დავუთმოთ,” - განაცხადა ბოკერიამ.

დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 94 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო შენობებზე ეროვნული დროშები დილიდან დაშვებულია.

დღის ამბები