20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის პროცედურები მკაცრდება

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის პროცედურები მკაცრდება. ცვლილება კანონში იგეგმება, რომლის მიხედვითაც თუ აქამდე მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო იყო საქართველოში 5 წლით ცხოვრება, ახლა ვადა 10  წლამდე იზრდება.

გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, საქართველოში ორწლიანი ცხოვრების აუცილებლობა,შესაძლოა 5 წლამდე გაიზარდოს. მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ის პარლამენტში უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული.

„ერთის მხრივ შემოდის ე.წ ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი , მეორეს მხრივ იზრდება ვადები საქართველოში ცხოვრების ორი წლიდან 5 წლამდე ეს ვადა იზრდება, რომ გარკვეული ბალანსი მოხდეს და საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რაღაც პროცედურებით კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ასევე განიხილავენ მიმდინარე კვირის სასესიო დღის წესრიგს. მათ შორისაა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები.

“რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. წარმოდგენილი იქნება დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემის მოდერნიზება და საარჩევნო ნომერთან დაკავშირებული საკითხები, ვფიქრობ, ეს არამხოლოდ ერთი პარტიისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს ყველა პარტიისთვის რაღაცას გააადვილებს და სამართლიანს გახდის შერჩევის პროცესს“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი.

დღის ამბები