09 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ესტონეთში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს

ესტონეთში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს. 

საზეიმო ღონისძიებები რუსეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ნარვაში გაიმართა.

აღლუმს ქვეყნის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები დაესწრნენ.

სამხედრო მარში ქალაქის ცენტრში მოეწყო და მასში მონაწილეობა მიიღო ათას 400-მა ჯარისკაცმა. სამხედროების შემდეგ ქუჩაზე მძიმე ტექნიკა ჩაატარეს. მათ შორის უახლესი საბრძოლო მანქანებიც, რომლებიც ესტონეთმა უკრაინის კრიზისის გამო ცოტა ხნის წინ ას მილიონ ევროდ შეიძინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები