დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ვაკის რაიონში თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის დარჩენილ ერთკილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულ ქუჩებზე ამჟამად ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. მანამდე კი შეკეთდა სანიაღვრე ქსელი, დასრულდა ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა.
„აქ წლების განმავლობაში გზა არ ყოფილა არასდროს. ჩვენ მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა, მოვაწესრიგეთ წყლის სისტემა და ამჟამად მიმდინარეობს გზის საფარის დაგების სამუშაოები. 10 ივლისისთვის უნდა დასრულდეს სამუშაოები, აპრილში დავიწყეთ პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.