აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე საქართველოშიც აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართ საქართველოს პრემიერმინისტრმა და აზრბაიჯანის ელჩმა საქართველოში.
გიორგი კვირიკაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ნამდვილად გამორჩეული მაგალითია. აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია და ეს დინამიკა იზრდება. მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჩვენი თანამშრომლობის საფუძველს კიდევ უფრო ზრდის,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.