20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარებას კონსტანტინე კოსაჩოვი ეხმაურება

რუსეთი სირიის გადაწყვეტილებით კმაყოფილებას არ მალავს. ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებას კონსტანტინე კოსაჩოვი გამოეხმაურა.

ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოფიციალური დამასკოს ნაბიჯით დანარჩენი მსოფლიოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ ახლა დაიწყო.

სააგენტო ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში დეპუტატი საერთაშორისო გაერთიანების არაღიარების პოლიტიკასაც შეეხო.

„ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ დასავლეთის ქმედებებს ის შედეგი მოჰყვება, რომელიც მათი მოლოდინის საპირისპიროა,“ - განაცხადა კონსტანტინე კოსაჩოვმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები